logo
ENG



პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

03 სექ 202018:18
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

81 მომხრე, 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ცვლილებები საჭირო არ არის, რადგან ასეთი სანქციები ისედაც არსებობდა, თუმცა კანონს არავინ აღასრულებდა. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებით ქართული ოცნება მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებისთვის თვალის ახვევას ცდილობს. ოპოზიცია კენჭისყრებში მონაწილეობას არ იღებდა.


close დახურვა